Thursday, June 29, 2017

განვიხილეთ პროექტის მიზნები და მიმართულებები,  რომელიც მოსწავლეს განუვითარებს  მაღალი სააზროვნო უნარებს . დაარწმუნებს პროექტის აუცილობებაში.
ტრეინერის მიღებული ინფორმაციდან დავგეგმავ  პროექტს  სწორად და გავწერ მიზნებს. ეს კი მოსწაავლეებში განავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს . პროექტში ირგვლივ ვიმსჯელებთ  და შევიმუშავებ კითხვებს.მიმართულების მიმცემი კითხვებელს შეუწყობს ავთენტურ სწავლებას და გააფართოვებს მოსწავლის სააზროვნო დონეს. დაეხმარება მოსწავლეს სწორი მიმართულება მისცეს განსახილველ საკითხებს მე კიდამეხმარება უკეთ გამოვავლინო მათი საჭიროებები.
დღს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.ვისაუბრეთ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებზე,რომლებიც საშუალებას მომცემს სწორად და მიზანმიმართულად წარვმართო მუშაობა მთელი პროექტის მსვლელობის მანძილზე.
ვისავლეთ სწორი სტრატეგიების შერჩევაპროექტის მსვლელობის სხვადასხვა ეტაპზე.
აღნიშნული მეოდები და სტრატეგიები ხელს უწყობს მოსწავლეთა უნარების დემონსტრირებას და მათ პროგრესს.

Wednesday, June 28, 2017

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვისათვის საჭირო საკითხებს.ვიმსჯელეთ და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება წინარე ცოდნის გამოვლენაში,შემდგომი საჭიროებების დადგენაში და საბოლოოდ პროექტის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.ხელს შეუწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და ამ უნარების გამოყენებას სხვადასხვა საჭიროებების დროს.მიზნების სწორად გაწერა საშუალებას მომცემს, გასავითარებელი უნარები დავაკავშირო მისაღწევ შედეგებთან და ეფექტურად წარვმართო პროექტის მსვლელობა.

Saturday, June 24, 2017

პროექტის კეთება იმიტომაა კარგი, რომ ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს, ჩართულობას.ავითარებს ინდივიდუალურ შესაძლებლობებს,სწავლობენ კვლევას,ხდებიან კრეატიულები და თავდაჯერებულები,სწავლობენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენას.