Wednesday, June 28, 2017

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვისათვის საჭირო საკითხებს.ვიმსჯელეთ და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება წინარე ცოდნის გამოვლენაში,შემდგომი საჭიროებების დადგენაში და საბოლოოდ პროექტის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.ხელს შეუწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და ამ უნარების გამოყენებას სხვადასხვა საჭიროებების დროს.მიზნების სწორად გაწერა საშუალებას მომცემს, გასავითარებელი უნარები დავაკავშირო მისაღწევ შედეგებთან და ეფექტურად წარვმართო პროექტის მსვლელობა.

No comments:

Post a Comment