Sunday, July 16, 2017

რეფლექსია
ამ ტრენინგმა ძალიან ნათლად და კონკრეტულად ჩამომიყალიბა ცოდნა, როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროექტი.
ვისწავლეთ,რომ პროექტისათვის უნდა შეირჩეს ისეთი თემები, რომლებიც აქტუალურია,რეალობიდანაა აღებული, რაც მოსწავლის ინტერესს გააღვივებს და პრაქტიკულია.გამოუმუშავებს მათ პასუხისმგებლობას, დამოუკიდებელ აზროვნებას,,იღბენ გამოცდილებას,სწავლობენ კეთებით.
ვისაუბრეთ, რა წინარე ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები,რა სტრატეგიებით გამოვავლინოთ ეს ცოდნა,როგორ  ჩამოვაყალიბოთ პროექტის თანმიმდევრობა.
როგორ დავტვირთოთ პროექტი მრავალფეროვანი აქტივობებით,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას,გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო უნარებს,როგორ დავამზადოთ ბუკლეტები,ფლაერები,როგორ მოვამზადოთ და წარვადგინოთ პრეზენტაცია.
პროექტის წარმატებით განხორციელება სასწავლო პროცესს საინტერესოს,სახალისოს ხდის და მიიღწევა პროგრესი.

No comments:

Post a Comment